“ხმას დაუწიე” – სხდომაზე ოხანაშვილმა და გოგიჩაიშვილმა იკამათეს (ვიდეო)

„წესიერად, ხმას დაუწიე,“ – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ანრი ოხანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
კომიტეტის სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ოხანაშვილმა გოგიჩაიშვილს ხმადაბლა საუბრისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნა, რომ კომიტეტის სხდომის დატოვებას მოსთხოვდა.
მომხდარ დაპირისპირებამდე, ლევან გოგიჩაიშვილმა კომიტეტის სხდომაზე აზრის დაფიქსირება მოითხოვა.
მან აღნიშნა, რომ მისი გვარი რამდენიმე განსახილველ საკითხთან მიმართებაში არ იყო დაფიქსირებული. გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მისი გვარი ორი კანონპროექტიდან იყო ამოღებული.
ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უპასუხა და უთხრა, რომ ჯერ სიტყვით გამოსვლის უფლებას ვერ მისცემდა, რადგან მანამდე სხვებისთვის უნდა დაეთმო რეგლამენტით გათვალისწინებული დრო.
სწორედ აღნიშნულ საკითხს მოჰყვა კამათი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები