დავით ბაქრაძე პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს იბარებს

„ევროპული საქართველო“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში იბარებს. როგორც დავით ბაქრაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჭარბვალიანობა მძიმე პრობლემა იყო, თუმცა ახალი რეგულაციების შედეგად, საყოფაცხოვრებო მაღაზიების ბრუნვა მკვეთრადაა შემცირებული და ისინი დახურვის პირას არიან.
„ახალი რეგულაციების შედეგად, ყველა მსხვილი სამშენებლო კომპანია მშენებლობის შეჩერების რისკის წინაშე დადგა. გარდა ამისა, ახალი რეგულაციებით საშუალო ფენა ზარალდება, რომელსაც ქვეყანა უნდა ეხმარებოდეს. ახალი შეზღუდვები ქვეყანაში უმუშევრობას გაზრდის. პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა მოვიდეს და თქვას, რა შედეგები მოიტანა მის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა”, – განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები