ეკა ბესელია: პატრიარქის ჰუმანურობაში და განსაკუთრებულ ქრისტიანულ თვისებებში ეჭვი არასოდეს შემპარვია

შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ დეკანოზ გიორგი მამალაზის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„შეწყალება არის პრეზიდენტის კომპეტენცია და პარლამენტი არ მონაწილეობს ამ პროცესში. მე არ ვიცნობ ამ საქმის მასალებს და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წინამძღოლად ჰყავს პატრიარქი, რომლის ჰუმანურობაში, რომლის განსაკუთრებულ კაცთმოყვარეობაში და განსაკუთრებულ ქრისტიანულ თვისებებში არასოდეს ეჭვი არ შემპარვია და არასდროს კითხვის ნიშანი არ დამისვამს ამ კუთხით“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები