სოფიო ქაცარავა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ულრიკ ტიდესტრომს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-შვედეთის ორმხრივი ურთიერობების დღის წესრიგსა და თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას, თბილისში დაგეგმილი ნორდიკულ ბალტიური რვიანის ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატი და სამუშაო მიმართულებები მიმოიხილეს.
სოფიო ქაცარავამ ელჩს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიმდინარე საქმიანობა და ამოცანები გააცნო, რაც შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, უშიშროების ეროვნული საბჭოს შექმნის პროცესს და ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემატიზაციას მოიცავს.
შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი შეეხო შვედეთის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს და მასთან დაკავშირებულ პროგრესსა და გამოწვევებს.
„აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობა შვედეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს”, – აღნიშნა შეხვედრისას ულრიკ ტიდესტრომმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები