სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში იმ ქართველ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც პარიზში სწავლობენ და მათი პრობლემებით დაინტერესდა.
“რომელ ქვეყანაშიც მივდივარ, ვცდილობ პირველად იქაურ სტუდენტებს შევხვდე და გავიგო თქვენგან როგორ ხართ, რა ხდება, რა მიმართულებით,რა სპეციალობით სწავლობთ, რა კონკრეტული პრობლემები შეიძლება გქონდეთ იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით. ასევე მაინტერესებს მოლოდონი, საქართველოსგან რას ელოდებით, თუ დაბრუნებაზე ფიქრობთ,როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს თქვენს მიმართ განწყობა და მზადყოფნა სამთავრობო ინსტიტუტებისგან, ვისაც ინტერესი აქვს ან კერძო სექტორისგან, თუ ახლავე არ აპირებთ დაბრუნებას, როგორ ხედავთ თქვენს ურთიერთობას საქართველოსთან, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს, ჩვენ ვხოვრობთ 21-ე საუკუნეში, რეალურად ადგილს არ აქვს მნიშვნელობა, სად ვცხოვრობთ,მთავარი არის, რა კავშირი არსებობს და როგორ შეიძლება რომ ეს კავშირი დაფუძნდეს და გაძლიერდეს და იყოს ორივე მხარისთვის ნაყოფიერი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა სტუდენტებთან შეხვედრაზე.