შს სამინისტრო: უკრაინაში დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
უკრაინაში, კიევში ძარცვის ბრალდებით დაკავებული ოთხი პირი საქართველოს მოქალაქე არ არის.
როგორც ირკვევა დაკავებულები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
„უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კიევში მოქალაქეების გაქურდვის ფაქტზე ოთხი ქართველია დაკავებული, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კიევის ქუჩაში მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან”,-აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები