ჰაიტიზე, პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებენ (ვიდეო)

ჰაიტიზე, მანიფესტაციის ახალი ტალღა დაიწყო. მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზას გადადგომას ითხოვს. პროტესტი არეულობასა და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. მომიტინგეები სამართალდამცავებს ქვებს ესვრიან, ისინი კი ცრემლმდენი აირით პასუხობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სახელმწიფო ლიდერს კორუფციაში, მასთან ბრძოლის უუნარობასა და ჰუმანიტარული დახმარების მოპარვაში ადანაშაულებენ. მიუხედავად მოიზას წინასაარჩევნო დაპირებებისა, ჰაიტი მაინც უღარიბეს ქვეყანად რჩება დასავლეთ ნახევარსფეროში. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ინფლაცია გაძლიერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები