ტყის ხანძარმა ჩილეს სამხრეთი მოიცვა (ვიდეო)

ჩილეს სამხრეთით, ტყის ძლიერმა ხანძარმა რამდენიმე რეგიონი მოიცვა. განადგურებულია ათობით სახლი. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ვრცელდება. მეხანძრეებმა ხანძრის, დაახლობით, 100 წყარო დააფიქსირეს, მათგან უმრავლესობა უკვე ლიკვიდირებულია.
რესპუბლიკაში ვითარებას ძლიერი ქარი აფერხებს და ხანძრის სრული ლიკვიდირება ვერ ხერხდება. ზარალის რაოდენობა, ჯერჯერობით, დათვლილი არ არის. ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები