სამხრეთ კორეაში, საბრძოლო იარაღის ქარხანაში, აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

სამხრეთ კორეის ქალაქ ტეჯონის საბრძოლო იარაღის ქარხანაში, აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, ქარხანა კომპანია “Hanwha”-ს ეკუთვნის. ქარხნის თანამშრომლები აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო დაიღუპნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქარხანაში ქიმიური ნივთიერება აფეთქდა, რომელიც იარაღის დამზადებისას გამოიყენება. ამ დროისთვის, შემთხვევის მიზეზებს სპეციალისტები იკვლევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები