გერმანიაში, სირიის სპეცსამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ, ბერლინში, სირიის სპეცსამსახურის ორი ყოფილი თანამშრომელი დააკავა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გერმანიის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მისი ცნობით, სირიის მოქალაქეების – 56 წლის ანვარ რ.-სა და 42 წლის ეიად ა.-ს დაკავება გერმანიის საგამოძიებო მოსამართლის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე მოხდა. გერმანიის პროკურატურის განცხადებით, მათ ბრალი ორი ადამიანის მკვლელობასა და წამებაში ედებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები