უკრაინაში, საერთაშორისო ძებნილი, პედოფილი დააკავეს (ვიდეო)

ქალაქ ობუხოვში, უკრაინელმა სამართალდამცავებმა გერმანიის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბრალად მცირეწლოვნების გაუპატიურება ედება. გერმანელი სამართალდამცავები აღნიშნულ მამაკაცს 15 მსგავს შემთხვევას უკავშირებენ.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საერთაშორისო მასშტაბით იძებნებოდა. “მასალების თანახმად, რომელიც ჩვენ გერმანიის სამართალდამცავებისგან მივიღეთ, აღნიშნული პიროვნება, 2007 -2012 წლების განმავლობაში, არაერთხელ ძალადობდა ბავშვებზე”, – განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის საგამოძიებო განყოფილების უფროსმა, რომან კრილევიჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები