პოლონეთში, პოლიციის განყოფილებას “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს

პოლონეთში, ქალაქ შუბინში, პოლიციის განყოფილებას “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური “RMF”-ი ავრცელებს.
რადიოსადგურის ცნობით, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 9 საათზე, მამაკაცი პოლიციის განყოფილებას ავტომობილით მიუახლოვდა და “მოლოტოვის კოქტეილების” სროლა დაუწყო. ერთ-ერთმა “კოქტეილმა” შენობის ფანჯარა შეამტვრია და ოთახში დავარდა, სადაც მორიგე პოლიციელი მუშაობდა. შემთხვევის შედეგად ხანძარი მოხდა, მაგრამ მალევე მოხერხდა მისი ლიკვიდაცია. ადგილზე არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები