6 დღიანი მსჯელობის შემდეგ ელ ჩაპო სასამართლომ გაამტყუნა

აშშ-ში სასამართლომ მექსიკელი ნარკობარონის, ხოაკინ გუსმანის (მეტსახელად ელ ჩაპო) წინააღმდეგ გამამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა. მას ნარკოტიკებით საერთაშორისო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და სხვა დანაშაულები ბრალდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

სასამართლომ ელ ჩაპო ბრალდების ათივე ნაწილში გაამტყუნა. ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად 6 დღის განმავლობაში, ჯამში 34 საათი მსჯელობდნენ.

ჯერჯერობით უცნობია სასჯელის ზომა, რომელსაც მოსამართლე ნარკობარონს მიუსჯის, თუმცა მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

61 წლის ელ ჩაპო მექსიკური ნარკოკარტელის “სინალოას” ხელმძღვანელია, რომელიც აშშ-ში ნარკოტიკების ერთერთ მთავარ მიმწოდებლად ითვლება. ის მექსიკაში 2016 წლის იანვარში დააკავეს (მათ შორის მსახიობ შონ პენის ინტერვიუს დახმარებით) და შემდეგ აშშ-ში მისი ექსტრადირება მოხდა.

აქამდე ის მექსიკის ციხიდან ორჯერ გაიქცა, ერთ-ერთი გაქცევის დროს კი მიწისქვეშა გვირაბი გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები