ბარნაულში, თვითმფრინავის ტრაპი ჩამოვარდა – არიან დაშავებულები (ვიდეო)

რუსეთში, ქალაქ ბარნაულის აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპი ჩამოვარდა, რომელზეც ხალხი იმყოფებოდა. დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათგან ოთხი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. კონსტრუქციის ჩამონგრევის მომენტი სათვალთვალო კამერამ აღბეჭდა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვარდება ტრაპიდან ექვსი ადამიანი.
შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული მუხლით “მომსახურების გაწევა, რომელიც არ პასუხობს უსაფრთხოების ნორმებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები