ინდოეთში ბიჭი, დაავადების გამო, “მაქცია” გახდა (ფოტო)

ინდოეთში, სკოლის მოსწავლე ლალიტ პატიდარს, იშვიათი დაავადება აქვს – ცნობილი, როგორც “მაქციის სინდრომი”. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “The Daily Mail”-ი ავრცელებს.
ლალიტი ქალაქ რატლამში თანდაყოლილი ჰიპერტრინოზით დაიბადა. ეს მდგომარეობა კიდევ ერთ სახელს, “მაქციის სინდრომს” ატარებს. მისი თანდაყოლილი ფორმა არ იკურნება. მსოფლიოში ამ დაავადების 50 შემთხვევა ფიქსირდება. პორტალის ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი ძალიან პოპულარულია სკოლაში, მაგრამ, ხანდახან, მას ქუჩაში თავს ესხმიან – გამვლელები “მაქციას” უწოდებენ და ქვებს ესვრიან. მიუხედავად ამისა, ლალიტი მიეჩვია საკუთარ იერს. ის კარგად სწავლობს და სპორტიც უყვარს. როგორც თავად ბიჭი ამბობს, ოცნებობს, რომ პოლიციელი გახდეს, რათა ყველა ქურდი და დამნაშავე ციხეში ჩასვას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები