ბელორუსში, მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელი დანით მოკლა

ბელორუსში, სკოლის მოსწავლემ მასწავლებელი და თანაკლასელი დანით მოკლა.
ინციდენტი ქალაქ სტოლცბში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი “ТАСС “-ი ავრცელებს. მისი ცნობით, მოზარდი სკოლაში მივიდა, შევიდა კლასში და თავს დაესხა მასწავლებელსა და მოსწავლეებს. მიღებული ტრავმების შედეგად, ქალი და მოზარდი დაიღუპნენ. კიდევ ორი მოსწავლე საავადმყოფოში არის გადაყვანილი.
მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ სამართალდამცავებმა მას მალევე მიაგნეს. ადგილობრივი პოლიცია, ამ დროისთვის, სკოლის მოსწავლის მოტივებს იკვლევს და საქმეს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები