ნათია მეზვრიშვილი: პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. ამის შესახებ მან „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
“ბავშვებზე სექსუალური ძალადობის სტატისტიკაც არის და ეს უმძიმესია. ესეც ის თემაა, რაზეც ერთობლივი მუშაობაა აუცილებელი. პედოფილიის ფაქტებზე კანონი გამკაცრდება. კანონი ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს მთელ რიგ უფლებებს ართმევს. პოლიციას ავალდებულებს მონიტორინგი დააწესოს პედოფილებზე მას შემდეგ, რაც ისინი დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
როგორც მეზვრიშვილმა თქვა, ბავშვებზე ძალადობის თემა რთული და მგრძნობიარეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები