დავით უსუფაშვილი: სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს

“შენების მოძრაობის” ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს. ამის შესახებ უსუფაშვილმა ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა.
დავით უსუფაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებითაა დაკავებული და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება და კეთილდღეობა აღელვებს.
,,მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით. მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები