აშშ-ში ათობით მცირეწლოვანი არალეგალი დააკავეს

ამერიკის შტატ არიზონას მესაზღვრეებმა 325 არალეგალი ემიგრანტი დააკავეს, რომელთაგან 182 არასრულწლოვანია. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “New York Post” ავრცელებს.
ყველა დაკავებული ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდაანაა. 150-მა ბავშვმა საზღვარი ნათესავების თანხლებით გადალახა, ხოლო 32-მა მარტომ. ემიგრანტები იმ დროს იპოვეს, როდესაც მათ გასათბობად ცეცხლი დაანთეს.
ორი არასრულწლოვანი საავადმყოფოშია გადაყვანილი – 5 წლის წითელათი, ხოლო 12 წლის კანის ინფექციით. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
“საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციები უცხო ქვეყნის უმწეო მოქალაქეების ექსპლუატაციას ახდენენ და მათ ლეგალურ საცხოვრებელ ადგილს სთავაზობენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები