ვანო ზარდიაშვილი: კადრების გავრცელება „ნაციონალების“ ინტერესში შედის

პირობას გაძლევთ, რომ ეკა ბესელიასთან ერთად გამოძიების დასრულებას მოვითხოვ და შედეგებს ერთად ვნახავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.
დეპუტატი ვარაუდობს, რომ კადრების გავრცელება „ნაციონალების“ ინტერესში შედის.
„პირობას გაძლევთ, რომ ეკა ბესელიასთან ერთად გამოძიების დასრულებას მოვითხოვ და შედეგებს ერთად ვნახავთ. გულწრფელად რომ გითხრათ, კადრების გავრცელება „ნაციონალების“ ინტერესში შედის და თუ პორტირებულებს ეხებით, ეს შეიძლება „ოცნებიდან“ პორტირებულების ინტერესებში შედიოდეს“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
ამასთან, ზარდიაშვილი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, რომ თითქოს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ჩატარდა.
„ამ მიმართულებით პრობლემა სამართლის ცოდნასთან გვაქვს. ადვილად შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ეს ინფორმაცია ჭორია, რადგან ამ ქმედებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება“, – განმარტავს ზარდიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები