ვანო ზარდიაშვილი მოსამართლეების საკითხზე: ფარულ შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია

ეს არის პოლიტიკური ბრალდებები, ცილისწამება და არა სამართლებრივად განხორციელებადი, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ვანო ზარდიაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ის სასამართლოს მართავს.
ზარდიაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
„ვინც კონსტიტუციასა და სამართლებრივ ჩარჩოებს იცნობს, ეცოდინება, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის პოლიტიკური ბრალდებები, ცილისწამება და არა სამართლებრივად განხორციელებადი. მოსამართლეებთან შეხვედრა რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიის წინ, განათებულ ადგილას მოხდა. აქედან გამომდინარე, ფარულ შეხვედრებზე საუბარი ზედმეტია”, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები