ლიეჟში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრისას ექსპრეზიდენტის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს (ვიდეო)

ბელგიის ქალაქ ლიეჟში ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებთან ერთად მისი მოწინააღმდეგეებიც ჩავიდნენ. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.
კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.
ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება. ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ემიგრანტების მიმართ? როგორც სოციალურ ქსელში იწერება, ეს ზურა ავალიშვილია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი გახლავთ. ის თელეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”, ახლა კი სტრასბურგში ცხოვრობს.
რაც შეეხება დარბაზში განვითარებულ პროცესებს. მიხეილ სააკაშვილმა მოქმედი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გააკრიტიკა, თქვა რომ ახლა საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია მზად არ არის, თუმცა მან და მისმა მხარდამჭერებმა „ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ”. შეხვედრის დროს, რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა დარბაზშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები