ირაკლი კობახიძე: გუნდის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ჩვენი გუნდი არის ერთიანი, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. გუნდის ერთიანობას, ზოგადად, საფრთხე არ ემუქრება. თუ ვინმე კონკრეტული ერთი, ორი, სამი დეპუტატი სუბიექტური ინტერესებით იმოქმედებს, ამ შემთხვევაში შეიძლება, კონკრეტულ დეპუტატებთან დაკავშირებით წარმოიშვას გარკვეული საკითხები, მაგრამ გუნდის ერთიანობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები