“ვკამათობთ, განსხვავებული პოზიციებსაც ვაფიქსირებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ თავის ერთიანობას შეინარჩუნებს”

„გუნდის შიგნით ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს ნორმალურია და ქვეყნის დემოკრატიისთვის სასარგებლო“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მიუხედავად გუნდში მსჯელობისა და კამათისა, ირაკლი სესიაშვილი დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ერთიანობას შეინარჩუნებს.
„ოპოზიციისთვის შეიძლება ეს იყოს დაპირისპირება, თუმცა ვფიქრობ, ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი. დიახ, ჩვენ გუნდის შიგნით ვკამათობთ, გვაქვს განსხვავებული აზრი, ეს არის აბსოლუტურად ნორმალური და სასარგებლო ქვეყნის დემოკრატიისთვის, რათა ამ თუ იმ საკითხზე რაც შეიძლება გაფილტრული, დახვეწილი გადაწყვეტილება მივიღოთ. მე ამას მივესალმები და მეტიც მივესალმები იმ სწორ პროცესს, რომ ჩვენ მუდმივად ვმსჯელობთ, ვკამათობთ, განსხვავებული პოზიციებსაც ვაფიქსირებთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ თავის ერთიანობას შეინარჩუნებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები