ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი, – გრიგოლ ვაშაძე ლიეჟში

ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში განაცხადა. საზოგადოებრივი  მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომ ადგილზე მისულ განსხვავებული აზრის მქონე ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალება არ აძლევენ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ „ძალიან კარგს შვრებიან, თუ არ უშვებენ“.
„განსხვავებული აზრის გამო ჩავიდნენ ბიძინასთან. აქ მაინც დაგვალაპარაკეთ თავისუფლად, კაცო. ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი. ეს პარტიული შეკრება არ არის, ეს არის პატრიოტების შეკრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ლიეჟში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იკრიბებიან, დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ემიგრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ბელგიის ქალაქ ლიეჟში მოძრაობა „ერთად სახლში“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები