ლიეჟში ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილს სააკაშვილთან შეხვედრაზე არ უშვებენ

ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, ჟურნალისტებისა და ემიგრანტების ნაწილი არ შეუშვეს. დარბაზში სიტყვიერი და მცირედი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.

ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა შეხვედრაზე არ უშვებენ.

ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრაზე გიორგი სამუშიაც ჩაფრინდა, რომელიც საქართველოში წამების ბრალდებით იყო დაკავებული. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ სამუშია ძებნილია.

ლიეჟში ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გაემგზავრნენ. ბათუმის ორგანიზაციიდან რამდენიმე ლიდერმა და მხარდამჭერმა სარფის საზღვარი გვიან ღამით გადაკვეთეს. ისინი აცხადებენ, რომ ემიგრანტებთან შეხვედრაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, სადაც საუბარი იქნება სამომავლო გეგმაზე და აჭარის ალტერნატიულ მთავრობაზეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები