11 თებერვალი

11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, დავით ჯორბენაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ინიციატივა ორსულებისა და ბავშვების ტყვიაზე გამოკვლევის მუნიციპალური პროგრამის დაწყების შესახებ – მიმართვა კახა კალაძეს.
რა ეტაპზეა კვლევა, რომელიც ტყვიის წყაროების დადგენისთვის ტარდება და რომელ ნივთებში გამოვლინდა მძიმე მეტალის გადაჭარბებული შემცველობა.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24
12: 00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „კავკასიური სახლის“ თავმჯდომარე, მწერალი ნაირა გელაშვილი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და ეკონომიკის დოქტორი დავით ადეიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: მიმართვა პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს „მწვანე ეკონომიკის“ კონცეფციის განსახორციელებლად აუცილებელი სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით.
მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49 საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები