ინდოეთში ფალსიფიცირებული სასმელით 97 ადამიანი გარდაიცვალა

უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში, ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებში, უტარ-პრადეშსა და უტარკჰანდში ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელით 97 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა IANS-ს ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 7 იანვარს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებლები დაკრძალვაზე შეიკრიბნენ. სამგლოვიარო ვახშამზე მათ ალკოჰოლური სასმელი მიიღეს. მედიის ცნობით, დაკრძალვის მეორე დღეს მათ თავი შეუძლოდ იგრძნეს.
გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობილი პარასკევს გახდა. მას შემდეგ, რაც მათმა რიცხვმა ასეულს მიაღწია, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.
მოგვიანებით პოლიციამ 100 ათასი ლიტრი ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელი ამოიღო, 200-ზე მეტი ადამიანი კი დააპატიმრა. რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი, ვინც აქციზების გაცემაზე პასუხისმგებელი იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები