ძლიერი მიწისძვრა ირანში – არიან დაშავებულები

ირანში 5.2-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ჰორმოზგანის პროვინციაში დაფიქსირდა. უცხოური მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის, ჰალიდი მუდტჯტაბუს ინფორმაციით, ბიძგები კვირას, 14:24 წუთზე დაფიქსირდა.
„დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადავიყვანეთ, მათ შორის ერთ-ერთი 17 წლის გოგონაა. მიწისძვრამ 15 საცხოვრებელი დააზიანა. ამ დროისთვის ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა მუდტჯტაბუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები