ასობით გადადებული ავიარეისი და 180 ევაკუირებული ადამიანი – დიდთოვლობა სიეტლში

აშშ-ში, სიეტლში, უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი დიდთოვლობაა. ზოგიერთ რაიონში, თოვლის საფარმა 25 მეტრს მიაღწია.
ადგილობრივი მეტეოროლოგები უახლოეს პერიოდში ორ ქარიშხალს პროგნოზირებენ. აქედან პირველი 11 თებერვალს, ღამის საათებშია მოსალოდნელი. 180-მდე ადამიანი სპეციალურ თავშესაფარში გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უამინდობის გამო, ასობით ავიარეისი გადაიდო. ასეთი დიდთოვლობა სიეტლში 1994 წელს ახსოვთ. მაშინ აშშ-ის უდიდესმა ქალაქმა უზარმაზარი ზარალი განიცადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები