ორი გარდაცვლილი და 40-ზე მეტი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა ისრაელში (ვიდეო)

ორი ადამიანი გარდაიცვალა და 40-ზე მეტი დაშავდა ისრაელში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ადგილობრივი მედიის ცნობით, ავტობუსი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, 443-ე ავტობანზე ამოტრიალდა. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შედარებით, მძიმეა.
საგზაო შემთხვევის გამომწვევის მიზეზები, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები