პარიზში „​ყვითელჟილეტიანებსა“ და პოლიციას შორის კიდევ ერთი შეტაკება მოხდა

პარიზში ,,ყვითელჟილეტიანების“ დემონსტრაციაზე სამართალდამცველებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენა. შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

საფრანგეთის დედაქალაქთან ერთად, ე.წ. ყვითელი ჟილეტების მოძრაობის აქციები სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.

საფრანგეთში ,,ყვითელჟილეტიანების“ აქციები 17 ნოემბრიდან არ წყდება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები