კატალონიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მემანქანე გარდაიცვალა (ფოტოკოლაჟი)

კატალონიაში ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ასამდე კი დაშავდა. დაშავებულებიდან სამი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სარკინიგზო კომპანია „ Renfe“-ს წარმომადგენლის, ანტონიო კარმონას ინფორმაციით, გარდაცვლილი მატარებლის მემანქანეა. მისივე თქმით, ორივე მატარებელში, დაახლოებით, 300-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო. ის ტრაგედიის გამომწვევ მიზეზებს შეისწავლის. შემთხვევის ადგილზე კატალონიის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები