ჰესის მშენებლობის გამო თურქეთის იტორიულ ქალაქს წყალი დაფარავს

თურქეთის აღმოსავლეთით, ისტორიული ქალაქი ჰასანკეიფი მალე წყლით სრულად დაიფარება. ამის მიზეზი ახალი ელექტროსადგურისთვის დამბის მშენებლობაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ახალი ჰესი ქვეყანას ელექტროენერგიით და სახნავ-სათეს სავარგულებს წყლით უზრუნველყოფს.

ამ ფაქტს მეცნიერები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, პროექტი სრულად გაანადგურებს კულტურის ძეგლებს, ნეოლითის პერიოდის გამოქვაბულებს და მხარის ეკოსისტემას რადიკალურად შეცვლის.

ჰასანკეიფის უძველესი ქალაქი და რაიონი ტიგროსის მდინარის გასწვრივ, ბეტმენის პროვინციაში, აღმოსავლეთ თურქეთში მდებარეობს. ეს ადგილი 1981 წელს თურქეთის მიერ იყო გამოცხადებულია, როგორც ბუნებრივი კონსერვაციის ადგილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები