დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ მდივანს შეხვდა

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მოქმედ აღმასრულებელ მდივანს, სინტია ჰაგერს შეხვდა.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან საქართველოს თანამშრომლობას მაღალი შეფასება მისცეს, განსაკუთრებით, 2013 წელს საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპატის დამტკიცებას გაესვა ხაზი, რომელიც ახლო მომავალში დასრულდება და რომლის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო და ეკონომიკური პროექტები განხორციელდება.

შეხვედრაზე თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების აუცილებლობას ხაზი გაესვა. ქართულმა მხარემ აშშ-ის მთავრობას საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რასაც ამერიკის მთავრობა საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის ახორციელებს, მადლობა გადაუხადა.

საქართველოს ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპატი 2013 წელს გადმოეცა. კომპატი საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისათვის 140 მილიონ დოლარს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები