ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის საკითხზე საფინანსო ინსტიტუტებისა (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია დაესწრნენ.

როგორც ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია საქართველოს  რეგიონში სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ჰაბად წარმოჩენას ხელს შეუწყობს. შეხვედრისას პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები