ეკა ბესელია: გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის

ზუსტად ვიცი, რომ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბესელია ამბობს, რომ საკუთარ პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლომდე მიიღებს.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, გადაწყვეტილება რაციონალური, ცივი გონებით მიღებული უნდა იყოს და არა ემოციებზე აგებული.
„გადაწვეტილება არ იქნება პირად სურვილებზე ან ემოციებზე აგებული. გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ მივიღებ, ეკა ბესელიას რა მჭირდება და ჩემთვის უკეთესი რა იქნებოდა. ზუსტად ვიცი, გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მივიღებ, საქმისთვის რა იქნება საჭირო და რა იქნება უკეთესი სხვებისთვის. ისეთი ეტაპი დამიდგა, როცა ფასეულობების გამო ემოციური და პოლიტიკური ჭიდილი ხდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები