ბრაზილიაში საფეხბურთო კლუბში გაჩენილი ხანძრისას დაღუპულთა შორის 6 მოზარდია

ბრაზილიის სავარჯიშო საფეხბურთო კლუბ “ფლამინგოში” მომხდარმა ხანძარმა 10 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 6 არასრულწლოვანი ფეხბურთელია, ხოლო 4 გუნდის თანამშრომელი. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიური მედია ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო კლუბ “ფლამაინგოს” შენობაში, სადაც ხანძარი მოხდა, 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი დროით, დილის 5 საათზე მივიდნენ, ხანძრის ლოკალიზება 7:20 საათზე მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები