45 საათი მიწის ქვეშ – თურქეთში ნანგრევებიდან 16 წლის მოზარდი ამოიყვანეს (ვიდეო)

სტამბოლში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 45-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, 16 წლის მოზარდი ამოიყვანეს. ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ სააგენტო “Day.Az.”-თან განაცხადა.
“ნანგრევებიდან 5 ადამიანის ხმა ისმის. ამ დროისთვის ამოსვენებულია 14 ადამიანის სხეული, გარდა ამისა ნანგრევებიდან 13 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა მოხერხდა. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა”, – განაცხადა სულეიმან სოილუმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები