შოთა ხაბარელი: სპორტული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, შოთა ხაბარელმა სპორტული განათლების აუცილებლობაზე, ამ მიმართულებით მიღწეულ წარმატებებსა და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებზე პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2012 წლიდან სპორტის განვითარებაზე ზრუნვა დაიწყო.
„ეს იყო ქვეყნის პოლიტიკური ნება. სპორტული განათლება მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. აუცილებელია გავითვალისწინოთ რამდენად დიდ დატვირთვას ატარებს ქვეყნისთვის სპორტი, რათა არ მივიღოთ ისეთი პრეცენდენტები, იმ დაავადებების უდიდესი ნაწილი, რაც დღეს არსებობს”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი ხელისუფლების პირობებში აღდგა სპორტის უნივერსიტეტი, რომელსაც ფინანსური მხარდაჭერა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარება სჭირდება. მისი თქმით, ფიზიკური აღზრდის პედაგოგობებთან დაკავშირებით ცუდი მდგომარეობაა, რაც 2012 წლამდე სპორტის აკადემიის გაუქმებამ გამოიწვია.
„ისეთი მძიმე ზიანი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ” მიაყენა სპორტს არცერთ სფეროში არ ყოფილა. მათ გააუქმეს ყველა სპორტული სკოლა, სპორტის აკადემია, სპორტის კოლეჯი, ყველა პედაგოგიურ ინსტიტუტში სპორტის ფაკულტეტი. გარკვეული წლები დასჭირდება იმას, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს”, – განაცხადა შოთა ხაბარელმა.
მისი თქმით, აუცილებელია სპორტის ცალკე სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება, რადგან სპორტში დიდი გამოწვევებია და ამას ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება.
„ეს არის ამოსავალი წერტილი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები