ბრაზილიაში საფეხბურთო კლუბ “ფლამინგოს” შენობაში ხანძარი მოხდა, დაღუპულია 10 ადამიანი
ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს საფეხბურთო კლუბ “ფლამაინგოს” შენობაში ხანძრის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ახალგაზრდული გუნდის წევრებიც არიან. მომხდარის შესახებ ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე მომუშავე მეხანძრეები ავრცელებენ.
სავარჯიშო ცენტრი სულ რაღაც ორი თვის წინ გადაკეთდა და ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვა.
შენობაში, სადაც ხანძარი მოხდა, 14-დან 17 წლამდე ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ. ხანძრის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე, ადგილობრივი დროით, დილის 5 საათზე მივიდნენ, ხანძრის ლოკალიზება 7:20 საათზე მოხერხდა.