გია ჟორჟოლიანი: ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ეს არის ამორალური

0

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი გუშინ, 7 თებერვალს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენას გამოეხმაურა.
„ამ თემაზე არ ვაპირებდი ნამდვილად ლაპარაკს, მაგრამ არ შემიძლია ძალიან მოკლედ, ყოველგვარი დისკუსიის გარეშე არ გამოვეხმაურო იმას, რაც ხდება ახლა ამ დარბაზში. ვიფიქრე რომ გუშინდელი კომიტეტი ასე ვთქვათ იყო იმისათვის რომ ამაზე გვესაუბრა. მინდა მივმართო ბატონ მინისტრს, რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი ძალიან დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ზუგდიდის სკოლის დირექტორის, ქალბატონი ია კერზაიას გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებთ, ვიზიარებთ მწუხარებას ამ ოჯახისას, მაგრამ მე მინდა ასევე მწუხარება გამოვთქვა იმის თაობაზე, რომ ჩემი მოსაზრებით, ამ ტრაგიკული ფაქტის გამოყენება ხდება აბსოლუტურად პოლიტიკური სპეკულაციისათვის და მიმაჩნია რომ ეს არის ძალიან დიდი ამორალობა, ამიტომ ბატონო მინისტრო, თქვენი გუშინდელი საუბარი, მე ვფიქრობ, თქვენი არგუმენტაცია, ჩემი აზრით საკმაოდ დამაჯერებელი იყო, მაგრამ დავანებოთ ამას თავი. თუნდაც იქ ყოფილიყო რაღაც შეცდომები, რეაქცია ამაზე, რასაც გუშინ ქონდა ადგილი და დღესაც აქვს, არის ამორალური და ძალიან სამწუხაროა. ასე რომ, ამასთან დაკავშრებით მინდა გამოვხატო სრული თანადგომა თქვენს მიმართ და გითხრათ რომ თქვენი პოზიცია იყო ნამდვილად მორალური“- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი