ირანის სასულიერო ლიდერმა ტრამპს სიკვდილი უსურვა

ირანის სასულიერო ლიდერის, ალი ხამენეის თქმით, ლოზუნგი “შორს აშშ” ნიშნავს, “სიკვდილს გისურვებ”. ამის შესახებ მან დღეს “Twitter”-ზე დაწერა.
“ლოზუნგი “შორს აშშ”, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, მისი მარჯვენა ხელის – ჯონ ბოლტონისა და პომპეოს თავიდან მოშორებას ნიშნავს. ეს ნიშნავს სიკვდილს ზოგი ადამიანისთვის, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ. ჩვენ ამერიკის ერის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს”,- წერს ხამენეი.
მისი თქმით, აშშ-ში არსებული რეჟიმი ბოროტების, ძალადობის და ქაოსის მომცველია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები