ნუკრი ქანთარია სკოლის მოსწავლეების მოტივაციას “ოქროს ატესტატში” ხედავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებს მოტივაცია სჭირდებათ, რისთვისაც ოქროს ატესტატი კარგი გამოსავალი იქნებოდა, რათა მათ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ სწავლის საშუალება ჰქონდეთ.
„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია. ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ ეს არაფერში აღარ არის, მე მგონი. იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ. ეს იქნება სწავლების მთელი პროცესი, რომ ბავშვმა ოლიმპიადაშიც მიიღო მონაწილეობა, ყველგან თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება ექნება ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში უფასოდ გააგრძელოს სწავლა,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები