ირაკლი კობახიძე: კოლეგებო, თუ მუშაობას ასეთი ფორმით გავაგრძელებთ, ნევროზით დავამთავრებთ

„კოლეგებო, დარბაზში არის ხმაური. თუ მუშაობას ასეთი ფორმით გავაგრძელებთ, უკვე ამ სესიაზე ნევროზით დავამთავრებთ”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელი პლენარულ სესიაზე კოლეგებს და ხმაურისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილი დეპუტატების კითხვებს პასუხებს პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს.
„კოლეგებო, დარბაზში არის ხმაური. თუ მუშაობას ასეთი ფორმით გავაგრძელებთ, უკვე ამ სესიაზე ნევროზით დავამთავრებთ. ამიტომ გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც საუბარი სურს, შეუძლია, გარეთ ისაუბროს. ვისაც მოსმენა სურს, კოლეგებს, მინისტრს შეუძლია, დარჩეს დარბაზში. ასე ვიმუშაოთ“, – მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები