დავით ჭიჭინაძე: გუნდიდან დამფუძნებლების გარიცხვა არამგონია მარტივი იყოს

“იმდენად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. ალბათ, ისინი დატოვებენ უმრავლესობას”, – ამის შესახებ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეკა ბესელიას და უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატის გუნდის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.​
რაც შეეხება ე.წ. ამბოხებულთა გუნდიდან გარიცხვას, ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ეს ასე მარტივად არ მოხდება. ​
“​არ მგონია, მათი პარტიიდან გარიცხვა მოხდეს, მე პარტიიდან გამრიცხეს, ფრაქციიდან – არა. არამგონია, დამფუძნებლების გარიცხვა ასე მარტივი იყოს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები