ეკა ბესელია: გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ

ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან შედეგზე გათვლილ გადაწყვეტილებებსა და მომავალ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არსად წასვლასა და გადაკარგვას არ აპირებს.
მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო არ დასჭირდება.
“თუ ყოველდღე მკითხავთ, რას ვაპირებთ და რა ხდება ჩვენს გონებაში, ფიქრისთვის ნაკლები დრო დაგვრჩება. მართლა გვჭირდება ეს დრო, არ ვართ უქმად და გვაქვს შიდა კონსულტაციები, ვფიქრობთ შემდეგ ნაბიჯებზეც, რომ ეს იყოს არა ემოციური და გაბრაზებული გადაწყვეტილება, არამედ გათვლილი შედეგზე, იმ შედეგზე, რომელიც ამ პროცესს სჭირდება.
ახლა ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო,“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, თარიღს, როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში იტყვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები