“საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით”

„საქართველო რჩება მნიშვნელოვან მოკავშირედ რეგიონული სტაბილურობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით”, – ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ანდრეა ტომპსონმა განაცხადა. განცხადება ტომპსონმა, თავის ოფიციალური “ტვიტერის” გვერდზე საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა, რომელიც აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ცნობისათვის, დავით ზალკალიანმა შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ანდრეა ტომფსონთან შეხვედრა 7 თებერვალს გამართა, რა დროსაც, მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით უმაღლეს ნიშნულზეა.
აღსანიშნავია, რომ მინისტრმა სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოწვევით ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო​. ამას გარდა, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში არაერთი ორმხრივი შეხვედრაც შედგა. მათ შორის: სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ვეს მიტჩელთან. ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან, თეთრი სახლის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან და სენატორებთან.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები