გერმანიის აეროპორტებში საპროტესტო აქციები გრძელდება

გერმანიის ქალაქების: ​დიუსელდორფის და ჰანოვერის აეროპორტებში დღეს პერსონალის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, პროფკავშირმა “Verdi”-მ “Aviapartner”-ის თანამშრომლებს, რომლებიც თვითმფრინავის ასაფრენად გამზადებაზე, ასევე ბარგის მიღებასა და დამუშავებაზე აგებენ პასუხს, მოუწოდა მუშაობა შეეწყვიტათ და პროტესტი გამოეხატათ. პროფკავშირი “Verdi” ერთიანი ფედერალური სატარიფო ბადის შექმნას ითხოვს, რომელიც თანამშრომლისთვის ერთსაათიანი მუშაობის 20 ევროთი ანაზღაურებას გულისხმობს.
დიუსელდორფის აეროპორტში 580 ფრენაა დაგეგმილი. საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, დღეს დამატებითი კონსულტანტები იმუშავებენ, რომლებიც მგზავრებს დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები