მიხეილ ყაველაშვილი: გეგა გეგეშიძე თავის საქციელს ნანობს

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ახლო მომავალში ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ფართო განხილვა და მსჯელობა პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართება
​მისივე თქმით, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე თავის საქციელს ნანობს.
„ჭიდაობის ფედერაცია ამ უახლოეს პერიოდში მოიწვევს ფართო საზოგადოებას, პრეზიდიუმს, იმ ადამიანებს, ვინც ჭიდაობის ეპოქას ქმნიდა ქვეყნაში, ვეტერან სპორტსმენებს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს ზურაბ დათუნაშვილიც. მნიშვნელოვანია, პრობლემები შიგნით გადაწყდეს და გარეთ არ გამოვიდეს.
დეტალებში ნუ წავალთ, რა და როგორ მოხდა, ათასჯერ ვისაუბრეთ ამაზე, ყველამ დაგმო ეს ფაქტი და ეს ადამიანიც ნანობს ამას. ვის შეიძლება მოსწონდეს ეს საქციელი?“ – განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისათვის, ფედერაციაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მიხეილ ყაველაშვილი 2 დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსაც შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები